Sunday, June 19, 2016
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა
1918 წლის 26 მაისს გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიერკავკასიის სეიმმა, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა 1918 წლის 26 მაისს, კვირას ნაშუადღევს 4 საათსა და 50 წუთზე. ეროვნული საბჭოს სხდომა გახსნა მისმა თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, სხდომას ესწრებოდა ეროვნული საბჭოს 42 წევრი და 36 კანდიდატი. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი".
ეროვნული მოძრაობის დიდ გამარჯვებას წარმოადგენდა ის, რომ უზენაესი საბჭო იძულებული გახდა 1990 წლის 28 ოქტომბრისათვის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს- უზენაესი საბჭოს ახალი მრავალპარტიული არჩევნები დაენიშნა. პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამრჯვება წილად ხვდა პოლიტიკურ პარტიათა ბლოკს "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო". ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ, 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია. 1991 წლის 31 მარტს მოეწყო რეფერენდუმი, რეფერენდუმის დროს საქართველოს ყოველ მოქალაქეს უნდა ეპასუხა კითხვაზე: თანახმა იყო თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე? საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურმა უმრავლესობამ, ამ კითხვას დადებითად უპასუხა. რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1991 წლის 26 მაისს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.
![]() |
საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები, თბილისი, 26 მაისი, 1918 წ.
|
14 აპრილი - დედა ენის დღე!
1978 წელს საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ამოღებული იყო ძველი კონსტიტუციის მუხლი, რომელიც ქართულ ენას რესპუბლიკის სახელმწიფო ენად აცხადებდა. 1978 წლი 14 აპრილს, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კონსტიტუციის საბოლოო დამტკიცების დროს, რუსთაველის გამზირზე ზღვა ხალხი შეიკრიბა, ეს იყო მშვიდობიანი პოლიტიკური მანიფესტაცია, რაც საბჭოთა კავშირში იქამდე წარმოუდგენელი რამ იყო. პროექტის განხილვის ბოლო მომენტში ედუარდ შევარდნაძემ კრემლისგან მიიღო თანხმობა სახელმწიფო ენის შესახებ მუხლის აღდგენაზე, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. ორიოდე წლის შემდეგ 14 აპრილი დედა-ენის დღედ გამოცხადდა და გოგებაშვილის "დედა ენას" თბილისში ძეგლიც კი დაუდგეს.
![]() |
დედა ენის ბაღში დედა ენის ძეგლი, თბილისი. არქიტექტორები: ელგუჯა ამაშუკელი და ნოდარ მგალობლიშვილი |
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები
1989 წლის 4 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე დაიწყო ფართომასშტაბიანი პერმანენტული მიტინგი, რომლის უშუალო მიზეზი იყო აფხაზეთში დაწყებული სეპარატისტული გამოსვლები. თანდათანობით მომიტინგეთა უპირველეს მოთხოვნად იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. 9 აპრილს საბჭოთა შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმებმა მომიტინგეების დაშლით სისხლში ჩაახშეს სახალხო გამოსვლა. თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. საბჭოთა ხელისუფლების დაუნდობელმა მოქმედებამ უიარაღო მომიტინგეთა და მოშიმშილეთა მიმართ საქართველოს მოსახლეობას გაუქრო ის მცირე ნდობაც, რომელიც მას შერჩენოდა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. საბჭოთა ჯარის გაუმართლებელმა სისასტიკემ კიდევ უფრო გაამძაფრა ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნა და მოახდინა ეროვნული მოძრაობის რადიკალიზაცია.
9 აპრილის სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
Thursday, March 17, 2016

Friday, February 12, 2016
ნოდარ დუმბაძე ,,მაინც რა არის სამშობლო?"
,,...იქნებ რაფიელ ერისთავის ის ორი სტრიქონია, ,,როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა" ან იქნებ აკაკის ,,განთიადია" სამშობლო?! ან ვაჟას სიმღერაა _ ,,სამშობლოს არვის წავართმევ, ნურც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრი, მკვდარსაც კი გაეცინება". ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისანი" არის, დემეტრე მეფის ,,შენ ხარ ვენახია", პაატა სააკაძე, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და ,,ვეფხისტყაოსანია"...
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო, თუ მაღლარია _ ცაში ხელებაპყრობილმა. ორივე საოცრად გავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს. მე ვიცი, რომ სამშობლო გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული. სამშობლო ყველაფერია, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია..."
Thursday, February 11, 2016
მოგზაურობა დედამიწის გარშემო
მოქმედება იწყება 1863 წლის მაისში, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. ისტორიას მოგვითხრობს გერმანიაში ცნობილი პროფესორის, ოტო ლიდენბროკის ობოლი ძმისშვილი აქსელ ლიდენბროკი.
ერთ დღეს, ძველი წიგნის თვალიერებისას, პროფესორი ლიდენბროკი XVI საუკუნეში მოღვაწე ისლანდიელი
მეცნიერის, არნე საკსუნემის კრიპტოგრამას აღმოაჩენს, რომლის ამოხსნასაც
აქსელი მოახერხებს. არნე საკსუნემის ეს ჩანაწერი, მიუთითებს იმაზე, რომ
ადამიანს შეუძლია მიაღწიოს დედამიწის ცენტრს, თუ იგი ისლანდიაში
მდებარე ვულკან სნეფლსის კრატერში ჩავა. ოტო ლიდენბროკი გადაწყვეტს, რომ
ეს თავად გააკეთოს და აქსელთან ერთად ისლანდიაში მიემგზავრება.
ისლანდიაში პროფესორი ვინმე ჰანსს დაიქირავებს, ვინც მშვიდი,
აუღელვებელი ადამიანი და თავისი ბატონის ყველა ბრძანებას უყოყმანოდ
ასრულებს. თავდაპირველად, მოგზაურობა წარმატებით იწყება, მაგრამ პირველი
პრობლემები მაშინ იწყება, როცა მოგზაურებს წყლის მარაგი შემოაკლდებათ და
შემდეგ საბოლოოდ გამოელევათ. აქსელი უკვე სიკვდილის პირას არის, მაგრამ
მამაცი და უშიშარი ჰანსი წყაროს აღმოჩენას მოახერხებს, რითაც მოგზაურებს
საშუალება ეძლევათ განაგრძონ საკუთარი უჩვეულო მოგზაურობა.
მოგზაურების თავგადასავალი მართლაც, რომ ძალზე უჩვეულოა. აქ აღმოაჩენენ
უკიდეგანო ზღვას, ცას, რამდენიმე ათასი წლის წინ გადაშენებულ ცხოველებს,
პირველყოფილ ადამიანს და ა.შ. მაგრამ ისინი მაინც ვერ მიაღწევენ დედამიწის
ცენტრს და ძლივს გამოასწრებენ ვულკანის ამოხეთქვას. ისინი ამოვლენ იტალიის კუნძულ სტრომბოლზე, რომელშიც მოქმედი ვულკანია და სწორედ ეს ვულკანი ამოხეთქავს.
ამის შემდეგ, ისინი ბრუნდებიან ჰამბურგში.
აქსელი ცოლად ირთავს გრაუბენს, ვინც დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა.
პროფესორი ლიდენბროკი საკუთარი უჩვეულო მოგზაურობით მთელ მსოფლიოში
Subscribe to:
Posts (Atom)